Sunday, May 4, 2014

კურსის ანალიზი

    ეს მოდული იყო რთული, შრომატევადი, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც.  ბავშვები ჩეკლისტზე მუშაობით მიეჩვევიან თანმიმდევრობას, ინტერნეტში წვდომას, მოსწავლეებში მოიმატა ინტერესმა საძიებელი მასალის მიმართ.,
გახდნენ უფრო აქტიურები და ყურადღებიანები.                                                                               მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ ელენეს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ამ მოდულის კარგად  ჩატარებაში.

მეცხრე დღე

მოსწავლის ნიმუში

მოსწავლეებმა  პროექტის ფარგლებში იმუშავეს და შექმნეს გაზეთი.  მათ მოიძიეს მასალა  და სურათები ზამთრის შესახებ, გამოიანგარიშეს სწავლისა და დასვენების დღეები და .გააკეთეს დიაგრამა. უცნობი მეგობარი დაპატიჟეს საქართველოში.


Saturday, May 3, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრე მოსწავლის ნამუშევარი. ძალიან მომეწონა. სისტემაში მოვიყვანე ჩემი პორტფელიო. გადავხედე ჩეკლისტს და დავამატე რამდენიმე საკითხი.

Sunday, April 27, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

მომეწონა დღევანდელი ტრენინგი. ვმუშაობდი მოსწავლის ნიმუშზე. დავამთავრე გაზეთის ერთი გვერდი, გადმოვტვირთეთ სურათები. ასევე ვისწავლე   ლინკის ჩასმა.

Saturday, April 26, 2014

მეოთხე მოდულის შეფასება

ძალიან მომეწონა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის იდეა- მოსწავლის თვალით. მოსწავლეთა შეფასებები უნდა გამოვიყენოთ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით;  ეტაპობრივი შეფასებები აუმაღლებს მოსწავლეებს მოტივაციას; 

პროექტის პრეზენტაცია